ხაზარაძემ და გახარიამ მერობის კანდიდატად დააყენეს „ლელოს" ერთ-ერთი თანამშრომელი, საოცარი მდგომარეობაა რადიკალურ ოპოზიციაში და ალბათ, ამასაც გაერიდა ბატონი გახარია, რომელსაც გარიდება ზოგადად სჩვევია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
საქართველოს ხელისუფლებამ გუშინ კომისიის მიერ 14 ივლისს გაგზავნილ წერილს უპასუხა, - ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, მარკუს ლამერტმა ბრიფინგზე, „ევროსკოპის“ რედაქტორის, თამარ ნუცუბიძის მიერ ვიზალიბერალიზაციის შესახებ დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ღია წერილით მიმართავს.
ძლიერი ქარის გამო, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა სამი რეისი ვერ მიიღო.
ევროკავშირი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გააუქმოს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების დაყადაღების გადაწყვეტილება.
დიდი ბრიტანეთი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, „გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა“, შეწყვიტოს „თავდასხმა სამოქალაქო საზოგადოებაზე“ და დაიწყოს დიალოგი ყველა დაინტერესებულ მხარესთან „კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად“.
მომავალ კვირას - 2 სექტემბერს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს იხსნება და დეკემბრის მესამე პარასკევს იხურება.
30 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის კმ1-კმ41 მონაკვეთზე სატვირთო ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
28 აგვისტოს, მართლმადიდებელი სამყარო ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს, მარიამობას აღნიშნავს.
საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მეფისქალაქი–რკონის საავტომობილო გზის დაახლოებით 9-კილომეტრიანი მონაკვეთის (კმ 4 – კმ 13) რეაბილიტაციაზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.