
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოფხვრისა და დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები ექვს მიმართულებაზე მუშაობენ.

სამეგრელოში თოვლის სახით მოსულმა ნალექმა პრობლემები შექმნა. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გზების გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ამერიკის 47-ე პრეზიდენტი გამოდის იდეით 5 მლნ დოლარად გაიყიდოს ე.წ ოქროს ბარათი, რომლის მფლობელებს აშშ-ში ცხოვრების და მუშაობის უფლება ექნებათ.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივ გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

გურიის რეგიონში რამდენიმე სოფელი ამ დრომდე გარე სამყაროსაა მოწყვეტილი. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის ბაჩო ახალაძის ინფორმაციით, მოსახლეობას არ მიეწოდება ელექტროენერგია და არის საკვების დეფიციტის პრობლემაც.

ყველაფერს გააკეთებს სასწრაფო დახმარება, რომ მაქსიმალურად სწრაფად იყოს რეაგირება ყველა საჭიროებაზე, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ოზურგეთში განაცხადა.

რიკოთის მონაკვეთზე მოძრაობა აღდგენილია, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ეს რუსული რეჟიმი რეპრესიების მანქანად გადაიქცა, სხვა კანონების მიღება არ შეუძლიათ, გარდა რეპრესიულისა, სხვა არაფრის კეთება არ შეუძლიათ, გარდა შეურაცხყოფისა და დარბევისა, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთრე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მომიტინგეებს განუცხადა.

ჩვენ არ მივეცით საშუალება რუსეთს, არ დავუთმეთ არც ჩვენი ევროპული გზა, არც ჩვენი დამოუკიდებლობა და არც ჩვენი თავისუფლება და აბა აქ, შიდა რუსულ რეჟიმს რა, დავუთმობთ? - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სრულად იქნება კოორდინირებული, მობილიზებული ყველა უწყება, რათა ვებრძოლოთ სტიქიას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ოზურგეთში, საკოორდინაციო შტაბის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.