ვესაუბრე დერეკ შოლეს და გამოვხატე ჩემი გულწრფელი იმედგაცრუება 2020-2023 წლების ორი რევოლუციური მცდელობის გამო, რომელიც ამერიკის ყოფილი ელჩის მხარდაჭერით და გარედან დაფინანსებული „ენჯეოების“ მეშვეობით განხორციელდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ დედაქალაქის მასშტაბით მიმდინარე აქციების მონაწილეების ნაწილი მსვლელობით თბილისის მერიასთან მივიდა.
Anonymous-ი აცხადებს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდი გატეხა.
პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეები მსვლელობით გმირთა მოდენაზე მყოფ აქციის მონაწილეებს შეუერთდნენ. სრულად პარალიზებულია გმირთა მოედანი.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, მიგრაციის საკითხებში გერმანიის ფედერალური მთავრობის სპეციალურ რწმუნებულს, იოახიმ შტამპს შეხვდა.
ევროპისა და აზიის შეხვედრის გზაგასაყარზე მყოფი საქართველო გამოირჩევა სტრატეგიული მდებარეობით, რომელიც განუმეორებელ წვდომას გთავაზობთ განვითარებად ბაზრებზე - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა აზიის განვითარების ბანკის 57-ე შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს სემინარის დღის გახსნის ცერემონიაზე.
თიბისი კაპიტალმა და გალტ & თაგარტმა, აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, სემინარს უმასპინძლეს თემაზე - მდგრადი დაფინანსება: ESG-ის როლი კაპიტალის ბაზარზე.
საქართველოს პარლამენტში დღეს ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება.
1 მაისს, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე დაშავებული 8 სამოქალაქო პირის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა. მათ შორის, ერთი გაწერილია კლინიკიდან.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვენიდან პირველი პირდაპირი ფრენა ავსტრიის ლიდერმა ავიაკომპანია Austrian Airlines-მა შეასრულა.