20 თებერვალს, ქართული ავიაკომპანია Geosky-ს სამგზავრო მიმართულება Georgian Wings-მა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან მოლდოვას, კიშინაუს საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით პირველი, რეგულარული ფრენა შეასრულა.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკ) და აზერბაიჯანის ენერგეტიკის მარეგულირებელ სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
თიბისი, მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა მოსწავლეს მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით, აძლევს შესაძლებლობას გაეცნოს და შეისწავლოს ტექნოლოგიური პროფესიები სრული დაფინანსებით.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ფალსიფიკაციის ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მიეცა. ინფორმაციას ამის შესახებ საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
დღესვე, ორმხრივი შეხვედრების გარდა, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ფარგლებში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება.
საქართველოს აქვს ევროკავშირის სრული მხარდაჭერა სამუშაოების მომდევნო ფაზაში, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.
გარემოს ეროვნული სააგენტო - ადიგენის მუნიციპალიტეტში ადგილი აქვს ძველი მეწყრული სხეულის გააქტიურებას
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების ჯგუფი ადიგენის მუნიციპალიტეტში იმყოფება, სადაც ადგილი აქვს დროებით სტაბილიზაციაში მყოფი, ძველი მეწყრული სხეულის გააქტიურებას.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის შემდეგ, პრეზიდენტი ბერლინში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობა მიიღო „კინო მშვიდობისთვის“ ორგანიზებით გამართულ გალაღონისძიებაზე. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ჯანდაცვის სამინისტრო, ჰოსპიტალური მომსახურების ხარისხის შეფასების ინდიკატორებზე მუშაობს. ცვლილების მიზანი სამედიცინო დაწესებულებებში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და პაციენტთა უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.
განახლებადი ენერგიების ათვისების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დანერგილ ნეტო-აღრიცხვის სისტემაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობა გაიზარდა.