2023 წელს მსოფლიოში 99 ჟურნალისტი და მედიის თანამშრომელი დაიღუპა, მათგან სამ-მეოთხედზე მეტი – ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ასევე, დედაქალაქში, ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა გენერალურ პროკურატურასთან ერთად კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, შიდა ქართლში ექვსი პირი დააკავეს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამგზავრების ტერმინალი გაფართოვდა.
ინტენსიური ნალექების შედეგად განვითარებული მეწყრული პროცესების გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე (სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზის 22-ე კმ-ზე ჩამოსულია მიწა-კლდის მასა, – ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, საჯარო სკოლის დირექტორების შესარჩევი კონკურსი იწყება. ინფრომაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
სალომე ზურაბიშვილმა ჩაიდინა ღალატი და იგი არ ემსახურება ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა პარლამენტში „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის საჯარო პრეზენტაცია გამართა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში.
იმერეთის რეგიონს ახალი ავტობუსები გადაეცა, რეგიონისთვის ახალი ავტობუსების შეძენა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით განხორციელდა, ამ ეტაპზე იმერეთს 12 ახალი ავტობუსი დაემატა და ხუთ მუნიციპალიტეტში გადანაწილდა, – ამის შესახებ ინფორმაციას იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.