ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო განცხადებას ავრცელებს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ჟინვალის ჰიდროკომპლექსში ჰესის სტაბილური და უსაფრთხო ოპერირებისთვის 4 ერთეული ევროპული სტანდარტის, HB3-C-ის ტიპის, საგენერატორო ვაკუუმური ამომრთველები დაამონტაჟა.
ბათუმში, ჟიული შარტავას სახელობის გმირთა ხეივნის სრული რეაბილიტაცია და საფეხმავლო სახიდე გადასასვლელების მშენებლობა დასკვნით ფაზაშია.
პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე კენჭი უყარა და დაამტკიცა ოთხი კანონი, რომლებიც დაჩქარებული წესით განიხილებოდა. საკანონმდებლო პაკეტების მეორე და მესამე მოსმენა დღეს გაიმართა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 7 მარტს საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი ცივი და ნოტიო ჰაერის მასებით. საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება.
საჩხერე-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე ცალკეული ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
ეს შეწყალება არის ჩემი დისკრეციული უფლება - არა მხოლოდ აქ, არამედ გარეთაც მითქვამს, რადგან მოდის ევროპარლამენტიდან, ასევე სხვადასხვა ადგილიდან წინადადებები, ზეწოლები - ჩარევები არ "მოსულა", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თაობაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ ხაშურში წყლისა და წყალარინების თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ინფრასტრუქტურას აშენებს.