USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამამ შექმნა 6 000 ახალი სამუშაო ადგილი, დაეხმარა 100 000-მდე ქართველს, გაეზარდათ თავიანთი შემოსავალი და ნამდვილად გააძლიერა სოფლის მეურნეობის სექტორი საქართველოში, – ამის შესახებ რობინ დანიგანმა განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც დიდ ბრიტანეთში იმყოფება, Sky News-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში „პრორუსული ჯგუფებისა და ანტიდასავლური პროპაგანდის გარკვეული ფორმების მხარდასაჭერად დაფინანსება შემოედინება“.
დღეს ბალდის კანიონის ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტის ბიომრავალფეროვნებაზე ზეგავლენის შეფასების მიზნით შექმნილი დროებითი კომისიის წევრები პროტესტის ჯგუფის აქტივისტებმა ადგილზე არ შეუშვეს, – ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
საქართველო განაგრძობს და მომავალშიც გააგრძელებს უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პროგრესის მიღწევის მიზნით ძალისხმევას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და ემზადება მომდევნო რაუნდისთვის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტში აცხადებენ.
თიბისი კონცეპტი და გამომცემლობა „ინტელექტი“, 1 მარტს 19:00 საათზე, გეპატიჟებათ გელა ჩარკვიანის 85 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე „საუბრები გელა ჩარკვიანზე“.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა.
ცხოველის ჯილეხით სიკვდილის შემთხვევაში მეპატრონეები სახელმწიფოსგან ფულად კომპენსაციას მიიღებენ, – ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოვლინდა ყალბი ფულის გასაღების ორი ფაქტი, რაზეც დაკავებულია სამი პირი.
ცენტრალური საარჩევნო კომისია „ენდიაის“ რეკომენდაციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.