აშშ-ის „ჰელსინკის კომისია“ აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა თავს ესხმის ყველას, ვინც დემოკრატიისთვის ბრძოლას ბედავს და რომ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის დაკავება ამის ერთ-ერთი მაგალითია.
დღეს ელჩი დანიგანი და უფროსი მრჩეველი ტოლკე საგარეო საქმეთა მინისტრს, ბოჭორიშვილს შეხვდნენ, რათა განეხილათ აშშ-საქართველოს ურთიერთობა, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული.
მინისტრი, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მიმდინარე საბავშვო ბაღების, გზებისა და წყალმომარაგების მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოებს და ინფრასტრუქტურულ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო.
16 და 17 ივნისს თბილისი-თელ-ავივი-თბილისის მიმართულებით დაგეგმილი რეისები უსაფრთხოებიდან გამომდინარე გაუქმებულია.
რევაზ სოხაძემ მოადგილეებთან, საქვეუწყებო სამსახურებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე დაათვალიერა გზების, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და წყალმომარაგება-წყალარინების სისტემების მიმდინარე პროექტები და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებსაც გაეცნო.
ღრმად ვართ შეშფოთებულნი ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ზრდით, რაც საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით დაწესებული გირაო პატიმრობით შეეცვალა, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან თავად მივიდა.
ისრაელში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ჟინვალის ჰიდროკომპლექსის წყალგამყვანი გვირაბისა და ბოდორნას წყალსაცავის წყალმიმღები არხის გამყოფი დამბის გეგმიურ რეაბილიტაციას ახორციელებს.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დაასრულა.