ბელგიის სამეფოს დედაქალაქ ბრუსელში, ბუნებრივი ღვინოების და ალკოჰოლიანი სასმელების მესამე გამოფენაზე „Atomic PIF” ქართული ღვინის წარდგენა ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „FLOW SRL“ ორგანიზებით გაიმართა.
თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფმა საშაურმეში „სთრით ფუდ 125“ სახელმწიფო კონტროლი განახორციელა და სალმონელაზე კვლევის მიზნით აღებულ 5-ივე ნიმუშში პათოგენური მიკროორგანიზმი - სალმონელა (SALMONELLA) აღმოაჩინეს.
ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბაგები-ჩოლოყაშვილის მონაკვეთზე ახალ ქსელზე გადაერთების ბოლო ეტაპის სამუშოებს ასრულებს.
ისრაელში საქართველოს საელჩოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ჭურვი ჩამოვარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
საპროკურორო საბჭოს წევრებმა 10 ხმით გენერალური პროკურორობის კანდიდატად, საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე გიორგი გვარაკიძე აირჩიეს.
საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი, რევაზ სოხაძე საუდის არაბეთის განვითარების ფონდის (SFD) აღმასრულებელ დირექტორს, სულთან აბდულრაჰმან ალ მარშადს შეხვდა.
შსს-მ კონტეინერებში ფარულად მოთავსებული 298 კილოგრამი „ჰეროინი“ ამოიღო, რომლის ღირებულებაც ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 85 მილიონი ლარია.
ვფიქრობთ, ზედმეტი იქნება ეუთო/ოდირის დატვირთვა ჩვენი თვითმმართველობის არჩევნებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა საბჭო 23 ივნისის სხდომაზე საქართველოს საკითხს განიხილავს.
ევროპარლამენტში ხვალ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზე დებატები გაიმართება.