საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებულები მოინახულა.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მიმდინარეობს სიცრუის პროპაგანდა, რათა პარლამენტის მიერ გუშინ მიღებულ კანონს „რუსული კანონის“ იარლიყი მიაწერონ.
ძლიერ შეშფოთებული ვართ საქართველოში განვითარებული მოვლენებით. მშვიდობიანი პროტესტის უფლება ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველია, – ასე ეხმაურება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან აქციის დროს განვითარებულ მოვლენებს.
მხოლოდ ღირსეული, დამოუკიდებელი და ინფორმირებული საზოგადოება შეძლებს, მიიყვანოს ქვეყანა დასახულ მიზნამდე, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვენეციის კომისიას გუშინ 76 ხმით მიღებული კანონპროექტი უკვე გაუგზავნეს. ამასთანავე, კობახიძემ განაცხადა, რომ ეს კანონპროექტი ევროპულ ღირებულებებთან არ მოდის წინააღმდეგობაში.
სამართალდამცველებმა აქციაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე 66 პირი დააკავეს, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
„სუხიშვილების“ ქორეოგრაფიული ანსამბლი თბილისში, პარლამეტთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც გმობს ყველანაირ ძალადობას და იმედოვნებენ, რომ ხელისუფლება საზოგადოების დიდი ნაწილის ნებას გაითვალისწინებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა უწყების თანამშრომლების წინააღმდეგ გამოიყენეს სხვადასხვა საგანი, მათ შორის აალებადი საშუალებები.
ახლა ჩვენ ვხედავთ კანონპროექტს, რომელიც იქნება დიდი უკუსვლა, ეს იქნება უკუსვლა საქართველოს მოსახლეობის მისწრაფებებისთვის, ეს იქნება უკუსვლა აშშ-ის შესაძლებლობისთვის, გააგრძელოს, რომ იყოს პარტნიორი საქართველოს მოსახლეობისთვის, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპატამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა.
არავის აქვს უფლება, რომ წაგართვათ თქვენ თქვენი მომავალი. არავის არ აქვს უფლება, რომ დააგოს მახეები, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიმართვაში განაცხადა.