საქართველოს პრეზიდენტი გაეროში ყველა შეხვედრას აუქმებს და საქართველოს მოსახოლეობას მიმართავს - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, არ იქნას გამოყენებული სპეციალური საშუალებები და არაპროპორციული ძალა შეკრების მშვიდობიანი მონაწილეების წინააღმდეგ, ხოლო შეკრებაში მონაწილეებს მოუწოდებს, არ გასცდნენ კანონისმიერ ჩარჩოებს, - ამის შესახებ ახლადარჩეული სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებაშია ნათქვამი.
პარლამენტის შენობასთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს წყლის ჭავლი გაუშვეს.
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.კანონპროექტის საარგებლოდ ხმა 76 დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგ კი 13 წავიდა.
ჩვენი პარლამენტი იღებს კანონპროექტს ჩვენს გარეშე და არა ჩვენთვის, - ამის შესახებ საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის განცხადებაში წერია.
პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია აცხადებს, რომ დროა, ბიძინა ივანიშვილმა ხალხს აუხსნას, თუ რატომ ვაჭრობს საქართველოს ეროვნული ინტერესებით.
"ქართული ოცნების" ყოფილი წარმომადგენლები, ყოფილი დეპუტატები "გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტებზე განცხადებას ავრცელებენ.
ლევან იოსელიანი სახალხო დამცველად აირჩიეს. მას ხმა 96-მა დეპუტატმა მისცა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ყველა ქვეყანის სუვერენული გადაწყვეტილებაა ის, თუ როგორი კანონი სჭირდება ქვეყანას მოცემულ დროსა და მომენტში. ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ITB Berlin-ზე „აგენტების შესახებ“ კანონპროექტზე ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.