გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყნის უმეტეს ნაწილზე თბილი ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა 23 ნოემბრამდე +17, +22 გრადუსამდე იქნება.
სოციალური ჭრის ნაწილში, მოსახლეობას ტყეში სათბობი შეშის მათივე ძალებით მოპოვება 2026 წლის პირველ იანვრამდე შეეძლება. აღნიშნული ვადა 2023 წლის პირველ იანვრამდე იყო განსაზღვრული, თუმცა ვადის გახანგრძლივებას მთავრობა ითხოვს, რომელიც პარლამენტს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის წინადადებით მიმართავს.
მკვლელობა ზუგდიდში: 15 წლის ბიჭს, სავარაუდოდ, დანით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს, ის ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
გაერო-ს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენციაზე ისტორიულ შეთანხმებას მიაღწიეს. 200-მდე ქვეყანამ მხარი დაუჭირა ყოვლისმომცველ შეთანხმებას „ზარალისა და ზიანის“ შესახებ, რომელიც განვითარებად ქვეყნებს დაეხმარება.
„სტადიონი 974“– მრავალი თვალსაზრისით უნიკალური არენაა, რომელიც, დიდი ალბათობით, მუნდიალის შემდეგ დაიშლება.
კომუნიკაციების კომისიამ ინტერნეტმმართველობის ახალგაზრდულ ფორუმზე ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარების მიზნით განხორციელებული პროექტები წარადგინა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, „რეგიონები ორბელიანების სასახლეში“ 21 ნოემბერს „სვანეთის დღეებით“ გაიხსნება და სამ დღეს გასტანს.
„ევროპის სახალხო პარტიამ“ (EPP) საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო.
კომუნიკაციების კომისიის მასპინძლობით, საქართველოში პირველად ინტერნეტმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი ტარდება, რომლის მიზანი ინტერნეტ სფეროს, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კომუნიკაციების სექტორის შესახებ ახალგაზრდების ინფორმირება და მათი ჩართულობის წახალისებაა.
საქართველოში ბოლო ორი კვირის განმავლობაში გრიპის შემთხვევები მნიშვნელოვნად გაიზარდა, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.