პოლონეთში მოსახლეობას იოდის აბებს ურიგებენ. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ამის მიზეზად უკრაინაში მდებარე ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები დასახელდა.
რუსეთ-საქართველოს საზღვარზე გამშვებ პუნქტთან რუსეთის ფედერაციის დატოვების მსურველთა 2 ათასამდე მსუბუქი ავტომობილი შეინიშნება.
სოციალურად დაუცველი პირების საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამა მნიშვნელოვანია, რათა გამოცხადებული მორატორიუმიდან მოხდეს ძალიან მსუბუქად და უმტკივნეულოდ გამოსვლა, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა უეფა ერთა ლიგის მეხუთე ტურის მატჩში ჩრდილოეთ მაკედონია ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
"ქართული ოცნების" დეპუტატმა, ლადო კახაძემ პარლამენტში ჯანდაცვის პოლიტიკა შეაფასა. დეპუტატის თქმით, დღეს თურქეთში წასვლა და იქ მკურნალობა „მოდაშია“, ისევე როგორც ადრე მოსკოვში ან საფრანგეთში დადიოდნენ.
ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, საპროტესტო აქციებზე 26 ადამიანი დაიღუპა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, კორეის რესპუბლიკის დედაქალაქ სეულში, ქართული ღვინისადმი მიძღვნილი მასშტაბური ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.
მე, როგორც ერთი მინისტრი, ვიღებ გადაწყვეტილებას, რომელ მედიასაშუალებას დაველაპარაკო, რომელს, არა, – ასე უპასუხა წულუკიანმა, პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში, ოპოზიციონერი დეპუტატის, ხათუნა სამნიძის მიერ დასმულ კითხვას.
ჩვენი მთავრობა მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს განათლებაში, რათა მომავალმა თაობებმა კეთილდღეობაში იცხოვრონ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.