პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანების საფუძველზე, ყვარლის მუნიციპალიტეტში, ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებებში საქართველოს თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან.
ევროკავშირის საბჭო საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭო ბრიუსელში 6 სექტემბერს გაიმართება.
ამ წუთებში ბორჯომის ხეობაში სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ხანძრის ქრობის პროცესში მეხანძრე-მაშველებთან ერთად ავიაციაც არის ჩართული. ამ დროისთვის, ადგილზე დაკვამლიანება მნიშვნელოვნადაა შემცირებული.
სოციალური ქსელი Twitter "ტვიტების" რედაქტირების ფუნქციას ამატებს, თუმცა ეს ყველა მომხმარებელს არ შეეხება - ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.
ჩემი, როგორც პრემიერის როლია, რომ მაქსიმალურად გავაძლიერო ურთიერთობები ამერიკასთან, ევროკავშირთან. ეს არის ჩვენი მთავარი გეზი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქე უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს, ჩვენს სამშობლოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
პრემიერი, მთავრობა, უმრავლესობა უნდა გაემიჯნონ იმ რაღაც სამეულებს, ოთხეულებს თუ ვიღაცებს, რომლებიც წარმოუდგენელი ტექსტებით და რიტორიკით გამოდიან, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე მთავარი საკითხი იქნება უკრაინა და იქ უნდა გავფანტოთ ყველა ეჭვი, რაც ჩვენ მიმართ შეიქმნა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 სექტემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი.
პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა, რომ ოპოზიციის თვითმიზანია, რომ კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭოს საქართველოს.