ხვალ, 5 მაისს, 10:00 საათზე, ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში შინაგან საქმეთა მინისტრი, თანამშრომლებთან ერთად, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრება. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის პროცესში პრიორიტეტულ ჯგუფებად განისაზღვრებიან ტურიზმის და ზოგადად, მასპინძლობის სექტორში დასაქმებული პირები, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები, კონტროლიორები.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის ნავსადგურში ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის ხომალდი - "USCGC HAMILTON" (WMSL 753) შემოვიდა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს "თბილისის სითი მედიქალიდან" პაციენტმა აცნობა, კლინიკაში მედიკამენტები და ცხელი წყალი არ არის.
რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის ლევან გოფოძის თქმით, კლინიკაში ვაქცინაციისთვის 16 ოთახია გამოყოფილი, თუმცა მოქალაქეთა მაღალი აქტივობის გამო, რეგისტრაციის ყველა ფანჯარა უკვე დახურულია.
შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ.
მოქალაქეები საფლავებზე გასვლა ხვალიდან აღარ შეეზღუდებათ.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 790 კვლევა ტესტით, მათ შორის 4 802 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 988 PCR ტესტით.