ძლიერი წვიმის და თოვლის დნობის შედეგად, მულახში, უშგულთან მეწყერი ჩამოწვა. სტიქიის შედეგად 8 ოჯახი გარესამყაროს არის მოწყვეტილი.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ინდოეთში ეპიდემიოლოგიური ვითარების მკვეთრ გაუარესებას ეხმაურება და ინდოელ ხალხს მხარდაჭერას უცხადებს. ამის შესახებ პრეზიდენტი "ტვიტერზე" წერს.
დავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით , მათ აქვთ რეკომენდაციები, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც აიცრნენ ორჯერადად ან ერთჯერადად, სხვადასხვა წახალისება ჰქონდეთ საზოგადოებასა და ცხოვრებაში.
იტალიაში ინდური შტამის ორი შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურდა, იტალიური საინფორმაციო საიტი Rai News-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ვენეტოს რეგიონის გუბერნატორმა ლუკა ზაიამ განაცხადა.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია მიმართავს ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს, რომლებმაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს.