საქართველოში ისრაელის ელჩად ჰადას მეიცადი დაინიშნა. ინფორმაციას ისრაელის საელჩო ავრცელებს.
გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს დღეს ლვოვში შეხვდება.
რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში არც დანია შეუშვებს. ინფორმაციას დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ავრცელებს.
მარტვილის რაიონში 6 წლის ბავშვს ეძებენ. ინფორმაციას ბავშვის დედა სოციალურ ქსელში ავრცელებს და საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.
დღეს საქართველოს ეროვნულ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს, 38 წელი შეუსრულდებოდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.
ჩინეთი სამხედროებს გაგზავნის რუსეთში ერთობლივ სამხედრო წვრთნაში მონაწილეობისთვის. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ ჩინეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს.
მოსკოვი აშშ-სგან საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვისთვის და რუსეთის დელეგაციის წევრებისთვის ვიზების გაცემას მოითხოვს ნიუ იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომაზე დასასწრებად.
გადაწყვეტილება, რომელიც ესტონეთის ხელისუფლებამ ერთი კვირის წინ მიიიღო, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
ქაბულის მეჩეთში, საღამოს ლოცვის დროს, ძლიერი აფეთქება მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ თვითმხილველებზე და პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
კოსოვოში მყოფი ნატო-ს სამშვიდობო ძალები მზად არიან, ჩაერიონ, თუ სერბეთსა და კოსოვოს შორის სტაბილურობა რისკის ქვეშ დადგება, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.