საქართველოში კორონავირუსით კიდევ 12 ადამიანი გარდაიცვალა. "ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 30 241 კვლევა ტესტით, მათ შორის 17 446 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 795 PCR ტესტით.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ კორონავირუსის ვაქცინაციის მსურველთა გასარკვევად შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე, დღეის მდგომარეობით, 45 313 მსურველია დარეგისტრირებული. მოქალაქეს რამდენიმე ვაქცინიდან მაქსიმუმ სამის არჩევა შეუძლია.
ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძის განაცხადებით, ქვეყანაში ეპიდვითარება საკმაოდ რთულდება, რის გამოც მთავრობა ვირუსის გავრცელების პრევენციის ზომების მიღებაზე იმსჯელებს.
შეთანხმება არის საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი - ასე გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციური პარტიის ლიდერებს შორის მიღწეულ შეთანხმებას.
იმედი, მაქვს რომ ნიკა მელია მალე თავისუფალი იქნება ,- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმადაც, ხომ არ იქნება ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის ხელშემშლელი ფაქტორი ის ფაქტი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ჯერ კიდევ საპატიმროში რჩება.
საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შორის მიღწეული პოლიტიკური შეთანხმება იმ პოლიტიკური კრიზისის გადაჭრისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელმაც ბოლო თვეების განმავლობაში მოიკიდა ქვეყანაში ფეხი, - ამის შესახებ ამერიკელი სენატორის, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრის ჯიმ რიშის განცხადებაშია აღნიშნული.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში, თბილისში კორონავირუსის გამოუვლენელი შემთხვევების რაოდენობის შესახებ წერს.
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მათ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, ისეთები როგორიცაა UNCEF, WHO და სხვა, მითითება აქვთ რომ ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანია იყოს "მშვიდი", "მოზომილი" და "თანმიმდევრული".
ზესტაფონში მოზარდს მატარებელი დაეჯახა. თვითმხილველების თქმით, არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა.