ვემიჯნებით და მკაცრად ვგმობთ მმართველი პარტიის და რიგი დეპუტატების მხრიდან წარმოებულ ანტიდასავლურ კამპანიას – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები ავრცელებენ.
ირანმა სანქციები დაუწესა დამატებით 61 ამერიკელს, მათ შორის ყოფილ სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს ირანელი დისიდენტების მხარდაჭერისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
გუდაურში , პარაპლანის ხევში ჩავარდნის შედეგად არაბი ტურისტი დაიღუპა. ადგილობრივების ინფორმაციით, მოზარდი ამოყვანის დროს უკვე გარდაცვლილი იყო.
ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი ამბობს, რომ მას 4-5 თვეა სოსო გოგაშვილთან სატელეფონო კონტაქტიც კი არ ჰქონია და ეცინება გოგაშვილის მეუღლის მიერ გაჟღერებულ "ლიკვიდაციის გეგმაზე".
სოსო გოგაშვილის ცოლის ინფორმაციით, რამდენიმე თვის წინ, მისი მეუღლე მეუფე იაკობმა გააფრთხილა, რომ იგეგმებოდა მისი და მისი ოჯახის ლიკვიდაცია. თეა მარტყოფლიშვილმა გვარებიც დაასახელა - ივანიშვილი, ღარიბაშვილი, ლილუაშვილი, გომელაური.
სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურში ადასტურებენ ინფორმაციას უწყების უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის დაკავების შესახებ.