მაშინ ეს ომი რუსული სტრუქტურების მიერ მზადდებოდა და მათ მიერ იყო პროვოცირებული. სამწუხაროდ საქართველომ ამ პროვოკაციებზე მოახდინა რეაგირება – ამბობს რუსი პოლიტიკოსი და ბიზნესმენი გენადი გუდკოვი რადიო "მაესტროსთან" ინტერვიუში.
თუ რუსეთს მიეცა საშუალება ამოსუნთვის და გარკვეული დრო მომზადებისთვის, ჩემი აზრით,შემდეგი : საქართველო, სომხეთი და ყაზახეთი იქნებიან - ამის შესახებ რუსმა პოლიტიკოსმა და ბიზნესმენმა გენადი გუდკოვმა რადიო "მაესტროსთან" ინტერვიუში განაცხადა.
რუსმა ჟურნალისტმა, დამოუკიდებელ გაზეთ "ნოვაია გაზეტას" მთავარმა რედაქტორმა, დიმიტრი მურატოვმა მშვიდობის დარგში მიღებული ნობელის პრემია აუქციონზე 103.5 მილიონ დოლარად გაიტანა.
სამგორის გამგებელი, კახა სამხარაძე წერს, რომ მისი თაობის წარმომადგენლები, რომლებიც 20 ივნისს "შინ ევროპისკენ" აქციას დაესწრნენ ქვეყნის მტრები არიან. ამის შესახებ მან Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა.
პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერმა, მალგორზატა გოშიევსკამ ქართულენოვანი პოსტი და აქციის "შინ ევროპისკენ" ფოტო გამოაქვეყნა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებს მიმართავს და ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვან მომენტში საქართველოს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
მოგიწოდებთ, მიანიჭოთ კანდიდატის სტატუსი უკრაინას და მოლდოვას – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს და ვიდეომიმართვას ავრცელებს.
რასა იუკნევიჩიანემ ქართველ ხალხს მიმართა და განაცხადა – გთხოვთ, არ დაუშვათ, რომ თქვენი ლამაზი ქვეყანა დარჩეს იმ ხალხის მძევალი, რომლებიც ძალაუფლების ჩრდილში რჩებიან.
"სირცხვილია" 24 ივნისს მორიგ აქციას აანონსებს და ახალ სახალხო მოძრაობას აფუძნებს - ამის შესახებ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე "შინ ევროპისკენ" მოძრაობის წევრმა შოთა დიღმელაშვილმა თქვა.
"თქვენ იმსახურებთ ევროკავშირის წევრობას. ყოველთვის გახსოვდეთ, თქვენ უკან ვდგავართ რთულ პერიოდშიც და მაშინაც, როდესაც გაკრიტიკებთ" - მიმართა მარკეტა გრეგოროვა ქართველ ხალხს.