უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსეი რეზნიკოვი რუსეთის კაპიტულაციაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ამას უკრაინის ხელისუფლება გაგებით მოეკიდება და დათანხმდება. მან ამის შესახებ "ტვიტერზე" პოსტი გამოაქვეყნა.
გუშინ დღე-ღამის განმავლობაში დაახლოებით 60 ათასი ჩვენი მოქალაქის გადარჩენა და უსაფრთხო ტერიტორიაზე გაყვანა მოხერხდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
"წითელი ჯვარი" ალყაში მოქცეულ მარიუპოლში შექმნილ მდგომარეობას უმძიმესად აფასებს. ქალაქში ორგანიზაციის დელეგაციის ხელმძღვანელი საშა ვოლკოვი ამბობს, რომ საკვების და წყლის მარაგები ძალიან მცირეა. ამის შესახებ, ინფორმაციას BBC ავრცელებს.
კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო ამბობს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა რუსი ოკუპანტების მხრიდან დედაქალაქის ალყაში მოქცევის ყველა მცდელობა ჩაშალეს. კიევში ამ დროისთვის 2 მილიონზე ნაკლები ადამიანია დარჩენილი, თუმცა ამის მიუხედავად, ყოველი ქუჩა, შენობა და ბლოკპოსტი გამაგრებულია.
უკრაინის შს მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშენკოს ინფორმაციით, ჩაპლინკაში, ყირიმთან ადმინისტრაციულ საზღვარზე, 9 მარტს ხერსონსა და მიკოლაევში დაღუპული 50-მდე რუსი ჯარისკაცის ცხედარი ორმოში ჩაყარეს და დაწვეს.
ოკუპირებულმა ე.წ.ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკამ ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა. ბრძანებას "ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის" დე ფაქტო ლიდერმა ლეონიდ პასეჩნიკმა მოაწერა ხელი.
ყველასთვის ცნობილია, რომ პრეზიდენტი პუტინი კონტაქტზე უარს არასდროს ამბობს, უბრალოდ გვსურს, რომ ეს არ იყოს კონტაქტი კონტაქტისთვის, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, ვითარება ჩერნობილის დაკონსერვებულ ატომურ სადგურზე საფრთხის შემცველია, რადგან ის ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი და გენერატორზე მუშაობს.
ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო ხვალ მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას NEXTA "ტელეგრამზე" ლუკაშენკოს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან ანტალიაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინას თავს არ დასხმია.