თავისუფლების დაცვა ძვირი დაჯდება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, მაშინ, როდესაც დაადასტურა, რომ აშშ-მა სრულად აკრძალა რუსული ნავთობის, გაზისა და ნახშირის იმპორტი.
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ვლადიმერ პუტინის მხრიდან უკრაინის ხელში ჩაგდების მცდელობა ვერასდროს გახდება წარმატებული.
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ვლადიმერ პუტინის მხრიდან უკრაინის ხელში ჩაგდების მცდელობა ვერასდროს გახდება წარმატებული.
ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ორმა მილიონმა ადამიანმა უკრაინა დატოვა, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს ევროპის ყველაზე მზარდი ლტოლვილთა კრიზისია.
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებით, მას შეეძლო ქვეყანა დაეტოვებინა და წასულიყო, მაგრამ ის ვერ შეძლებდა ასე ცხოვრების გაგრძელებას.
მე მზად ვარ დიალოგისთვის, ჩვენ მზად არ ვართ კაპიტულაციისთვის - ასე უპასუხა კრემლის მიერ წაყენებული პირობების უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
რუსებმა უკრაინაში სხვა ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობებს შენობები დაბომბეს, - ამ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს და მოუწოდებს, შეწყვიტოს სისხლისღვრა ნებისმიერ ფასად. ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
დაზიანდა ხარკოვის ბირთვული კვლევის ობიექტი. რადიაციის დონის მატებაზე ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა. მიკოლაივის რეგიონში თავდასხმის შედეგად ხანძარი საცხოვრებელ უბნებში გაჩნდა. გარდაცვლილია 4 მშვიდობიანი მოქალაქე, დაშავებულია 5 ადამიანი.
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, კრემლი სამხედრო მოქმედებებში რეზერვისტებს და წვევამდელებს არ გაიწვევს, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა სარვამარტო ვიდეო მიმართვაში განაცხადა.