საქართველოს პრეზიდენტი მორიგი ინიციატივით მიმართავს საზოგადოებას - სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას ერთობლივი დოკუმენტის შექმნას სთავაზობს და ის ეროვნული თანხმობის პროცესის ერთ-ერთი მთავარი შედეგი იქნება - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც პრეზიდენტის აპარატმა ორბელიანების სასახლეში გამართული შეხვედრის შემდეგ გაავრცელა.
ვლადიმერ ჟირინოვსკი ახლობლებს ვეღარ ცნობს და მისი მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება. ინფორმაციას "რიანოვოსტი" ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
COVID-19-ით დაავადებულთა და მათთან კონტაქტირებულთა იზოლაციისა და კარანტინის ვადები მცირდება.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პროკურატურამ დაზარალებულად ცნო.
ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს ქართველი მრჩეველი მიმართავს ადამიანებს, ვინც არასერიოზულად უყურებს კოვიდ დაინფიცირებას, ვაქცინაციას და ჰგონია, რომ ეს უბრალო გრიპია და მისი გადატანა, აცრების გარეშე უკეთესიც კი არის.
რუსული გამოცემა „კომერსანტის“ ცნობით, ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი 2 კვირის განმავლობაში მალავდა, რომ კოვიდინფიცირებული იყო.
თბილისში ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავეს. პოლიციმ 1 კილომდე "კოკაინი" და სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალებები მოიღო. დაკავებულებს შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომელთაც ნარკოდანაშაულს ედავებიან.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის გადაწყვეტილებით, შტატებში 21 თებერვლიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყება.
ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი კრიტიკულად იზრდება. კლინიკების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ქვეყანაში ვირუსის გავრცელების პროპორციულად იმატებს ინფიცირების მაჩვენებელი სამედიცინო პერსონალშიც.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ელოდება, რომ მსოფლიოში ცირკულირებას ომიკრონის კიდევ უფრო მარტივად გადამდები შტამი დაიწყებს. თუმცა ჯერ არ არის ბოლომდე ცნობილი, კორონავირუსის ახალი ქვეშტამი იმ ადამიანების დაინფიცირებას გამოიწვევს თუ არა, რომლებმაც ომიკრონი უკვე გადაიტანეს.