საქართველოში კორონავირუსის 6 847 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ ომში შეერთებული შტატების ჰეგემონიურ პოლიტიკას ადანაშაულებს.
ბოლო ცნობებით, 70 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა სუმის ოლქში. რუსულმა ძალებმა უკრაინულ სამხედრო ნაწილს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს. მნიშვნელოვანი დანაკარგი აქვს რუსულ მხარესაც. ბოლო ოთხ დღეში დაღუპული და დაჭრილი რუსი ოკუპანტების რიცხვმა 5 300-ს გადააჭარბა. ტყვედ არის აყვანილი ასობით ჯარისკაცი და ოფიცერი.
როდესაც ვამბობთ, რომ პუტინი უნდა დამარცხდეს, ჩვენ ერთ ენაზე ვსაუბრობთ, – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
„სიენენი“ Maxar Technologies-ის სატელიტიდან გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ რუსეთის სამხედრო კოლონა, რომელიც კიევის გარეუბნამდე მივიდა, 64 კილომეტრის სიგრძისაა.
ევროკავშირის 8 ქვეყნის პრეზიდენტებმა გამოაქვეყნეს მიმართვა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაჩქარებულად დაწყების მხარდასაჭერად.
უკრაინას მეზობელი სახელმწიფოები 70 თვითმფრინავს გადასცემენ - ინფორმაცია ამის შესახებ უკრაინულ ტელეგრამ არხებზე ვრცელდება.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დღეს ადრიანად, კიევის რეგიონში, ქალაქებში - ვასილკოვში, ბილა - ცერკვასა და კალინოვკაში სარაკეტო დარტყმებმა ხუთსართულიანი საერთო საცხოვრებელი და ორი ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაანგრიეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
„კოვიდ-19“-ზე ტესტირების პროგრამაში ცვლილებები შედის. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირველი მარტიდან PCR ტესტირება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აღარ დაფინანსდება, თუმცა გრძელდება სწრაფი ანტიგენ ტესტირების პროგრამა.