ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობების ისტორიაში პირველად, თბილისს, დღეს ოფიციალური ვიზიტით მონტენეგროს პრეზიდენტი მილო ჯუკანოვიჩი ეწვევა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი როგორც სამთავრობო, ისე კერძო სექტორს ვაქცინაციის კამპანიაში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდებს. როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, NCDC მზად არის, ჩაატაროს დამატებითი საინფორმაციო შეხვედრები და ორგანიზაციების თანამშრომლების ნებისმიერ შეკითხვაზე გასცეს პასუხი.
მიმდინარე კვირაში იმუნიზაციის საბჭო 12 წელს ზემოთ მყოფი მოზარდების აცრის საკითხზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.
ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება პირდაპირი აღიარებაა, რომ მისი საქმე პოლიტიკურია.
საქართველოს მთავრობა ვერ გადაფარავს მნიშვნელოვან შეშფოთებას საარჩევნო დარღვევების, დაშინების, ხმების მოსყიდვისა და კანდიდატებზე ზეწოლის გარშემო, - ამის შესახებ სენატის საგარეო კომიტეტის, ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯინ შაჰინი „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან აცხადებს.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 918 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 262 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 656 PCR ტესტით.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსის საწინააღმდეგო 8 106 აცრა ჩატარდა. სულ, ჯამში საქართველოში 1 826 786 აცრაა ჩატარებული.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოადგილესა და საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანთან შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.
ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში კორონავირუსით 8 წლის ბავშვი გარდაიცვალა. როგორც კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, პაციენტს თანმხლები დაავადებები ჰქონდა. მისივე თქმით, ბავშვი ციციშვილის კლინიკაში 18 სექტემბერს სუნთქვის უკმარისობით შევიდა და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
ადმინისტრაციული რესურსების არასათანადოდ გამოყენების შესახებ მნიშვნელოვანმა ცნობებმა წარმოშვა ეჭვი არჩევნების ზოგადი სამართლიანობის შესახებ, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.