საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვიდეოს აქვეყნებს. როგორც სააკაშვილი ვიდეომიმართვაში განმარტავს, ბათუმში იმყოფება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ მისი და NCDC-ის მოსაზრებაა, რომ საჭირო იქნება ე.წ ბუსტერ დოზები.
რამდენადაც ვიცი, დღეს შეიტანეს კანონპროექტი, რომ ყველა პედაგოგი უნდა იყოს აცრილი, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ არჩევნებში არასდროს ასეთი მარტივი არ ყოფილა არჩევანი.
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი კოალიციურ მთავრობასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას „ტვიტერში“ ეხმიანება.
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 929 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 33 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემებს stopcov.ge ავრცელებს.
30 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ნისლი, ქარის გაძლიერება. აღმოსავლეთ საქართველოში მნიშვნელოვნად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა, მაღალთიან ზონაში ზოგან შესაძლებელია თოვლი.
სკოლებში ყველა რეგულაცია და სამედიცინო პროტოკოლი ზედმიწევნით იქნება დაცული - ყველა მოსწავლისთვის აუცილებელი იქნება პირბადის ტარება, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის საკითხი აქტიურად განიხილება და გადაწყვეტილება მალე გახდება ცნობილი.
4 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.