ვაქცინაციას სჭირდება მართვა და მთავრობას სჭირდება გვერდში დგომა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, მოსალოდნელია კორონავირუსით გარდაცვლილთა ზრდა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 50 937 კვლევა ტესტით, მათ შორის 30 325 კვლევა ანტიგენის ტესტით და 20 612 PCR ტესტით.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 13 აგვისტოს მონაცემებით, ჯამურად 741 353 აცრა ჩატარდა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი ამხილეს, მათ შორის ერთი დააკავეს.
აშშ-ში იმ მოქალაქეებს, რომლებსაც იმუნიტეტი დაქვეითებული აქვთ, „ფაიზერის“ ან „მოდერნას“ ვაქცინის მესამე დოზით აცრის საშუალება ექნებათ, - მედიის ინფორმაციით ამის შესახებ აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ განაცხადა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაცია აუცილებელია ორსულებისთვის.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სახელმწიფო მოსახლეობას აძლევს საშუალებას, უფასოდ აიცრან, მაგრამ ვინც არ აიცრება რესტორანში და სხვა დაწესებულებებში წასასვლელად, საკუთარი ხარჯით გადაიხდის თანხას ტესტირებისთვის.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა, 100 ათას მოსახლეზე გადაანგარიშებით, ინდოეთში რაც ხდებოდა იმაზე ხუთჯერ მეტი ავადობა გვაქვს ქვეყანაში.