რამდენიმე დღის წინ ჩვენ მივიღეთ ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა. ეს არის აშშ-ის დახმარება, მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ამერიკას და პირადად პრეზიდენტ ბაიდენს ამ საჩუქრისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
სამების საკათედრო ტაძარში დღეს ჩვილთა საყოველთაო ნათლობა მიმდინარეობს.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში ამ ეტაპზე ვაქცინაციის ნებაყოფლობითი მოდელი შენარჩუნდება.
გუშინ ჩვენ გამოვიტანეთ დაახლოებით, 161 000 ჯავშანი ფაიზერზე. დღევანდელი დილის მონაცემებით, დაჯავშნილია 153 000 ადგილი, -ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა.
25 ივლისის მონაცემებით ჯამურად 402 765 აცრა ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდებს რეგულაციების დაცვისა და ვაქცინაციისკენ.
12:00 საათიდან ამ დრომდე, „ფაიზერზე“ დარეგისტრირებულია 107 157 მოქალაქე, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, იმისთვის, რომ 16-დან 18 წლამდე პირებმა „ფაიზერით“ ვაქცინაცია შეძლონ, მშობლის, ან მეურვის თანხმობა იქნება საჭირო.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის - „ფაიზერის“ პირველი დოზით აცრის მსურველებს რეგისტრაციის გავლა დღეიდან არის შესაძლებელი.