
საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის ასარჩევად კენჭისყრა დასრულდა - ცესკო ხმების დათვლას იწყებს.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მყოფ აქციის მონაწილეებს დედების მარში შეუერთდა.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მყოფ აქციის მონაწილეებს გარემოსდამცველთა მარში შეუერთდა.

დღეს „პარლამენტი“ „ერთადერთ“ კანდიდატს „ირჩევს“, რაც დემოკრატიის დაცინვაა, ეს საქართველოს ევროპულ გზასა და დემოკრატიულ მომავალს ვერასდროს შეაჩერებს! - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.


11:30 საათის მონაცემებით, პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა კოლეგიის 170-მა წევრმა მიიღო.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ადა მარშანიამ პრეზიდენტობის კანდიდატს მიხეილ ყაველაშვილს მხარი არ დაუჭირა და პარლამენტის პლენარული სხდომის დარბაზში მიმდინარე არჩევნებზე “ქართულ ოცნებას” მიმართა, რომ კანდიდატი უკეთესად უნდა შეერჩია.

მიხეილ ყაველაშვილი უკვე შემდგარი პროფესიონალი პოლიტიკოსია და ადამიანია, რომელსაც თავის დროზე მთელი საქართველო ვგულშემატკივრობდით. დღეს ასე არ არის, მაგრამ დიდი უმრავლესობა გულშემატკივრობს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მთელი საქართველოს მასშტაბით, ინტენსიური თოვის, ქარბუქის, ზვავსაშიშროებისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების სხვადასხვა მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული.

საქართველო იუმორის გრძნობას არასდროს კარგავს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს და საპროტესტო აქციიდან ვიდეო კადრებს აზიარებს, სადაც აქციის მონაწილეები ფეხბურთს თამაშობენ.