
პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე საპოლიციო ძალის მობილიზებაა.

მინდა, მოვუწოდო ყველა უცხოელ აქტორს, რომ აღიარონ ქართველი ხალხის ნება, დემოკრატია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ქართველი ხალხისადმი მიმართვას გამოეხმაურა.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მცირე ხნით მივიდა.

საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემის პროცედურა მიმდინარეობს.

საქართველოს პარლამენტთან, პრეზიდენტის არჩევნების პარალელურად, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

უამინდობის გამო უქმდება 14 დეკემბერს აღმოსავლეთ საქართველოდან დასავლეთისკენ და დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მიმავალი სამგზავრო მატარებლების რეისები, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

ძლიერი თოვის, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, თბილისი-სენაკი- ლესელიძის საავტომობილო გზის კმ132- კმ150 (სურამის კვანძი - სოფ. ხევი) მონაკვეთზე, როგორც დასავლეთის, ისე აღმოსავლეთის მიმართულებით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იზღუდება.

ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ მაქსიმალურად რბილი ძალა დავუპირისპიროთ იმ ძალადობას, რომელსაც ჩვენ ვხედავდით თბილისის ქუჩებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანულ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში განაცხადა.

ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გავლენიანი ძალები მოქმედებენ, რომლებსაც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა უნდოდათ - ამას ვერ მიაღწიეს და ამის გამო ჩვენს ქვეყანასა და ხელისუფლებას უპირისპირდებიან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანულ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში განაცხადა.

ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ საბოლოოდ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი და ვფიქრობთ, 2030 წლისთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება რეალურია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანულ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში განაცხადა.