
საქართველო რუსეთი არაა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო სოციალურ ქსელში წერს.

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გრძელდება. მოქალაქეები უკვე მე-13 დღეა პარლამენტის შენობის წინ პროტესტის ნიშნად იკრიბებიან.

მეტროსადგურ “სახელმწიფო უნივერსიტეტში” მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მეამაყება შევუერთდე მსოფლიოს მასშტაბით ლიდერებს, ქართველ ხალხთან და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან სოლიდარობაში, საქართველოს ისტორიაში ასეთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი გზაგასაყარის დროს , - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

თქვენ დგახართ ქვეყნის სადარაჯოზე, თქვენ ხართ ადამიანები, რომლებმაც არა მხოლოდ კამერა და მიკროფონი, ქვეყნის მომავალი და ბედი აიღეთ ხელში , - ასე მიმართა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც ორბელიანების სასახლეში დააჯილდოვა.

როგორც ჩანს, წესი ხდება ამ ქვეყანაში, რომ დიპლომები არავის არაფერში სჭირდება. ეს პირდაპირ არის გზა იმისთვის, რომ აიყვანონ ახალი „ტიტუშკები“, - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „პოლიციის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტს.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლები დააჯილდოვა.

სუს-ის დღევანდელი განცხადება ადამიანის უფლებების დარღვევად უნდა ჩაითვალოს, - ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დღევანდელ განცხადებას.

ეს დღე საქართველოში არათუ ადამიანის უფლებების აღნიშვნის, არამედ ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვის დღეა - რაც არ უნდა ნიღბები ატარონ, იცოდნენ, რომ გამოირკვევა ვინ სად იყო და ყველას დავიმახსოვრებთ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

2025 წელს კულტურის სამინისტროს დაფინანსება 298 მილიონ ლარამდეა.