არავინ აპირებს ადგილობრივ არჩევნებზე წასვლას, თუ ეს იქნება „ქართული ოცნების“ წესებით და „ქართული ოცნების“ მანიპულაციის ქვეშ , - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მოლდოვას პრეზიდენტი, მაია სანდუ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ანიჭებს რესპუბლიკის ორდენს — მოლდოვის უმაღლეს ჯილდოს.
თავისუფლებისმოყვარე ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ, - ამის შესახებ კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
„საქართველოს მოსახლეობა ბერდება“ - როგორც „თიბისი კაპიტალის“ საქართველოს ჯანდაცვის სექტორის 2024 წლის მიმოხილვაში ვკითხულობთ, ფიქსირდება 65+ ასაკის ადამიანების მატება, ხოლო შობადობამ სტაბილურად იკლო.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გვსურს ქართველ ხალხს სოლიდარობის და მეგობრობის მესიჯი გავუგზავნოთ და დავადასტუროთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, - ამის შესახებ „ვაიმარის სამკუთხედის“ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.
მინდა ყველას ვუსურვო, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ვიზეიმებთ ამ დღეს - ამის შესახებ რევაზ სოხაძემ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სრულიად საქართველოს და უცხოეთში მყოფ თანამემამულეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.