jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტოსა და CENN-ის ორგანიზებით, კრწანისის ტყე-პარკში ხის დარგვისა და დასუფთავების აქცია გამართა. 
 
გარემოს დაცვისა და სოფლის მეირნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ტყე-პარკის ტერიტორიაზე 200 ერთეული წითელი ნუსხის სახეობა, ჭალის მუხის ნერგი დაირგო. ღონისძიება პროექტის „ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისთვის” ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც CENN და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა (ADC) ახორციელებენ. 
 
„გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ტყის საერთაშორისო დღეს კრწანისის ტყე-პარკში აღნიშნავს. სიმბოლურია, რომ ეს დღე სწორედ ტყე-პარკში აღინიშნება, სადაც სამინისტრო ტყის აღდგენის და გამწვანების მნიშვნელოვან ღონისძიებებს ატარებს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა, რომელმაც დარგვა-დასუფთავების აქციაში მიიღო მონაწილეობა.
 
შეგახსენებთ, რომ  21 მარტი ტყეების საერთაშორისო დღეა, რომელიც 2012 წლიდან აღინიშნება. წელს ტყის საერთაშორისო დღის  აღნიშვნის  თემად შერჩეული იყო „ტყეების აღდგენა - გზა კეთილდღეობისთვის”.  
 
1259