jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი თეა გოდოლაძე, მაჭავარიანის მეყწერთან დაკავშირებით, პრობლემის გადაჭრის  იმ ხედვაზე და გეგმაზე საუბრობს რომელიც მათი მხრიდან იქნა მერიასთან გაჟღერებული. 
 
“შევეცდები მოკლედ და მარტივად ავხსნა.
სრულიად ვეთანხმებით ჩვენს გერმანელ კოლეგებს პრობლემის შემდეგ ფორმულირებაში: 
"ეს არის კომპლექსური მეწყერი. საქმე გვაქვს მასშტაბური მეწყრული მოვლენის ინიცირებასთან. ამ პრობლემის გადაჭრის ერთი, კონკრეტული გზა არ არსებობს" მოისმინეთ მათი ინტერვიუ.
 
მარტივი სიტყვებით: ეს მეწყერი მხოლოდ ის ბზარი არ არის, რასაც ვაკვირდებოდით და ის პატარა ბლოკი რომელიც ამჟამად დაშალეს. ეს მეწყერი არის უზარმაზარი ტერიტორია და გაცილებით დიდი მასა ვიდრე ჩანს. ამ მეწყრული სხეულის სრული მოცულობითი სურათის აღსაწერად და ასევე მისი ყოველი ნაწილის გადაადგილების, სიჩქარისა და აჩქარების განსასაზღვრად ძალიან ბევრი გეოფიზიკური და გეოლოგიური მეთოდია საჭირო. აჩქარება ამ შემთხვევაში არის მთავარი პარამეტრი! რომ გავიგოთ სად მოძრაობს და როგორ მოძრაობს სხეული.”- წერს გოდოლაძე სოციალურ ქსელში. 
 
მისივე თქმით, თუ ეს სიდიდეები არ იქნება ცნობილი, ნებისმიერი ჩარევა სხეულზე იქნება კონტრპროდუქტიული და შესაძლებელია უარესობისაკენ შეიცვალოს  სიტუაცია.
 
თეა გოდოლაძის განმარტებით, ვინაიდან საქართველოში არ არის შესაბამისი აპარატურა და არც არავის აქვს საქართველოში დაძრული, უზარმაზარი მეწყრული სხეულის მონიტორინგისა და პრევენციული სამუშაოების გატარების გამოცდილება. მათ დააყენეს საკითხი ეთხოვათ დახმარება ამერიკიდან.
 
“ვინაიდან საქართველოში არ არის შესაბამისი აპარატურა და არც არავის აქვს საქართველოში დაძრული, უზარმაზარი მეწყრული სხეულის მონიტორინგისა და პრევენციული სამუშაოების გატარების გამოცდილება, (ჩვენ რაც გვქონდა ყველა გამოვიყენეთ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, უზარმაზარი ტერიტორიაა და ყველგან სხვადასხვა ტიპის სენსორი და დანადგარია საჭირო. ) ჩვენ დავაყენეთ საკითხი საქართველოს დახმარებოდა ამერიკის სამხედრო კორპუსის ინჟინრები(USACE). ეს არის ორგანიზაცია, რომელთა ამ კუთხით შექმნილ პროგრამებს, მეთოდებსა და გამოცდილებას იყენებს მსოფლიო. მათ აქვთ შესაბამისი აპარატურა და უნარი შესწევთ მიიღონ სწრაფი, ეფექტური, კვლევაზე დაფუძნებული საინჟინრო გადაწყვეტილება და შეასრულონ ის!
 
ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ამ კუთხით თბილისის მერიასთან, ვიყავით აბსოლუტურად ღია და მზად თანაშმრომლობისათვის. შედეგად მივიღეთ ის, რომ მერიის საბჭოზე ჩვენი თხოვნის მიუხედავად არ დაგვიშვეს, სულაც არ გაგვაფრთხილეს, ისე შემუსრეს ჩვენი მონიტორინგის სისტემა და პროექტისა და ნახაზის გარეშე დაუწყეს მძინარე დევს ყურში მარილის ჩაყრა.”- წერს თეა გოდოლაძე. 
 
1331