
გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ხუდადოვის ტყეში გამწვანებისა და დასუფთავების აქცია გაიმართა.

„მზიურის პარკის“ მიმდებარედ, მდინარე ვერეს ნაპირსამაგრის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს.

„თუ „ენჯეოები“ მართლა კეთილ საქმეს აკეთებენ და ბოროტი ზრახვები არ აქვთ, რა პრობლემაა დეკლარაციის შევსება და ფინანსების ჩვენება?“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის თემაზე კომენტირებისას ისაუბრა.

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის მასშტაბით, ტრადიციულად, დაგეგმილია საბავშვო-გასართობი ღონისძიებები.

თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა, რასაც თან ერთოდა სეტყვა და გრიგალი, პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს, ინტენსიური წვიმის შედეგად დაიტბორა ქუჩები, – ამის შესახცებ აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში.

ბაგებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი ხიდი ხელს შეუწყობს ქალაქის კიდევ უფრო მეტად განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბაგებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი ხიდის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა დასრულდა.

ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, კიდევ ერთი პროექტი ისნის რაიონში, ისტორიული განაშენიანების ზონაში, მეტეხის N14-ში განხორციელდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

დედაქალაქის მერმა კანონის მიღება მოულოცა ყველას, „ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს ბედი მისი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა“.

დიდ ლილოში არსებულ საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე გაზშემკრები სისტემის მოწყობა იგეგმება, რომლის ღირებულებაც 20 მილიონ ევროს შეადგენს.