
კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული 72 ოჯახი არჩილ მეფის ქუჩის N17-ში საცხოვრებელ ფართს მიიღებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს.

„სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს“ მიერ გამოცხადებული კონსოლიდირებული ტენდერი, რომელიც დამატებით, 40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვას ეხება, დასრულებულია.

თბილისის მერიის თანამშრომელი გიგა სოფრომაძე "რუსულ კანონის" შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.

Touch Plarform-ის ორგანიზებით, 11 აპრილს საქართველოში პირველი საერთაშორისო დიზაინ ფესტივალი – Touch RGB-ს გაიმართება.

ნარიყალას ციხის მეორე ეტაპით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ადგილზე თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად იმყოფებოდა.

„შენიღბულები გვესაუბრებიან დემოკრატიასა და სიტყვის თავისუფლებაზე, ამ დროს კი ყველაფერს ამის საწინააღმდეგოდ აკეთებენ“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.

13 აპრილიდან 18-მეტრიანი ავტობუსების ხაზებზე გაშვების შედეგად გამოთავისუფლებული ავტობუსები შვიდ მარშრუტს დაემატება, რაც ტრანსპორტის მოცდის დროს შეამცირებს.

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე კლდოვანი ფერდის დარჩენილი ნაწილის გამაგრების სამუშაოები დაიწყო.

თბილისის მერია წარმატებული პროგრამის – „ისწავლე და დასაქმდი“ ახალ ეტაპს იწყებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.