
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების პროცესში მერიის თანამშრომლების მიმართ ფიზიკური ძალადობის გახშირებულ ფაქტებზე და მსგავს შემთხვევებში მკაცრი სამართლებრივი რეაგირების აუცილებლობაზე ისაუბრა.

დედაქალაქის რამდენიმე დასახლებაში მოსული ნალექის გამო, გზებზე ტექნიკური მარილი დაიყარა.

საახალწლო ილუმინაციების დემონტაჟის გამო, ქეთევან დედოფლის გამზირზე, ავლაბრის მოედნიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება.


თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, - ამის შესახებ მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში თბილისის მერიაში არანაირი საგამოძიებო უწყება არ შესულა.

თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხად განაცხადა, რომ წერეთლის გამზირზე დათქმულ ვადაში – იანვრის ბოლოს საგზაო მოძრაობა სრულად აღდგება.

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე არსებული შუა ზოლის რეაბილიტაციას იწყებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ბენდელიანის განმარტებით, მერია ყველა გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების წინ და ხელშეკრულების გაფორმების პროცესში მსჯელობს და გადაწყვეტილებას იღებს იმ დოკუმენტებით, რომლებიც საჯაროა.

დედაქალაქის მერია ვაკანსიებს აცხადებს. კახა კალაძემ დაინტერესებულ პირებს მოუწოდა მიმართონ თბილისის სატრანსპორტო და ურბანული განვითარების სააგენტოს - ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კალაძემ აღნიშნა, რომ წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა იანვრის ბოლოს აღდგება.