
დღეს ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ კომპანიებს ხელშეკრულებები შეუწყვიტა.

წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე კონტრაქტორი ჯერ არავინ არის, მიმდინარეობს შერჩევა, შეიძლება დღეს, დღის ბოლომდეც მოვახერხოთ ხელშეკრულებების გაფორმება, შეიძლება, ხვალ, დღის ბოლომდე გაფორმდეს, – ამის შესახებ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით თბილისის მერის მოადგილემ, ირაკი ბენდელიანმა განაცხადა.

კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტა არ იმოქმედებს ვადებზე და წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგება დათქმულ ვადაში, – ამის შესახებ დედაქალაქის მერიის განცხადებაშია აღნიშნული.

თბილისის მერის ინიციატივით, მოქალაქეებისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროცესი გრძელდება.

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში უკანონო მშენებლობისთვის ჯარიმების გაათმაგების საკითხზე კომენტარი გააკეთა.

თბილისის მერი კახა კალაძე ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს, რაჟდენ კუპრაშვილს შეხვდა.

დედაქალაქში მოსული ნალექის გამო, კოჯორში, კიკეთში, შინდისში, ტაბახმელასა და წყნეთი-სამადლოს გზაზე ტექნიკური მარილი იყრება, – ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, წერეთლის გამზირზე სამანქანო მოძრაობა იანვრის ბოლოს სრულად აღდგება.

კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში მშენებლობებზე გამკაცრებული სანქციები 11 იანვრიდან შევა ძალაში
კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში უნებართვო ან სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოებ მშენებლობებზე არსებული სანქციები მკაცრდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მუნიციპალიტეტში დასაქმებულთა ხელფასების მატებაზე ისაუბრა.