
ბელიაშვილის და ბალანჩინის ქუჩების კვეთაზე სამუშაოების ფარგლებში დაზიანების სირთულიდან გამომდინარე აუცილებელი გახდა ქსელის 10 მეტრი სიგრძის მონაკვეთის შეცვლა, - ამის შესახებ კომპანია "ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის" განცხადებაშია აღნიშნული.


ვაზისუბანში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და „თბილისი ენერჯის“ წარმომადგენლებს ამ დროისთვის ბინა არ დაუთვალიერებიათ.

კახა კალაძე მის მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან და ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსთან, გიორგი აბუთიძესთან ერთად აკაკი წერეთლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და საქართველოს ღვინის კლუბის ორგანიზებით, ღვინის ფესტივალი „ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე“ თბილისში, მთაწმინდის პარკში გაიმართა.

თბილისში, უძრავი ქონების გასაქირავებელი ფასი 12.4 აშშ დოლარი/კვ.მ-ს გაუტოლდა, რაც 2022 წლის სექტემბრის მაჩვენებელზე 35%-ით მაღალია.

თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრისას გმირთა მოედნის განახლება დააანონსა.

აპლიკაცია „ფიქს თბილისზე“ დაფიქსირებული პრობლემების თითქმის ნახევარი უკვე მოგვარებულია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ზვიად გამსახურდიას სახელობის მარჯვენა სანაპიროზე, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა.

დიდ დიღომში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, დედაქალაქის სხდომაზე განაცხადა.