
18-მეტრიანი ახალი ავტობუსები 12-მეტრიანებს ოთხ მარშრუტზე - N301, N302, N308 და N314 ჩაანაცვლებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

თბილისის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი განსახილველად უკვე დედაქალაქის საკრებულოშია გადაგზავნილი.

დღეს თბილისის მერის, კახა კალაძის, მიერ გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ მომავალი წლიდან საავტობუსე ზოლებში, ე.წ. ბასლეინებში, სასკოლო ავტოტრანსპორტის გადაადგილებაც დასაშვები გახდება.

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 20 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება - ინფორმაციას კომპანია "თელასი" ავრცელებს. ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება შემდეგ რაიონებში.

კახა კალაძის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ერთდროულად რამდენიმე პრობლემას გადაჭრის.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წიწამურში მდებარე წყალმომარაგების მაგისტრალურ მილსადენებზე მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს. რეაბილიტაციის ფარგლებში ახლით იცვლება 1.4 კმ-ზე მეტი სიგრძის კოროზირებული მაგისტრალური ქსელი.

2024 წლიდან რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება, რისთვისაც 90 მლნ ლარი დაიხარჯება
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მომავალი წლიდან რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

შვეიცარიის ტურიზმის დაჯილდოებაზე თბილისმა მიიღო სპეციალური ჯილდო ნომინაციაში „დანიშნულების ადგილი, რომელიც უნდა აღმოაჩინო“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, საბურთალოს რაიონში, გამრეკელის I შესახვევის N6-ში მდებარე კორპუსის დემონტაჟი იგეგმება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

საბურთალოს რაიონში, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-15 კილომეტრზე, მაღალაძეების ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე საფეხმავლო ხიდი მოეწყო, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.