
ძლიერი წვიმის შედეგად, თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელ გზაზე მიწის ნაწილი ჩამოიშალა.

სანიაღვრე სისტემები მუშაობს გამართულად, უბრალოდ, იმდენად უხვი ნალექი მოვიდა და დამატებით იყო ცენტრალური კანალიზაციის პრობლემა, რომ ფიზიკურად ვერ ატარებდა, – ამის შესახებ კახა კალაძემ ისაუბრა.

თბილისში მოსულმა ძლიერმა ნალექმა და ქარმა პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს. დატბორილია ქუჩები და მიწისქვეშა გადასასვლელები, წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ელექტროსადენები, – ამის შესახებ თბილისის მერიის განცხადებაშია აღნიშნული.

თბილისში მოსულმა ძლიერმა ნალექმა და ქარმა პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს. დატბორილია ქუჩები და მიწისქვეშა გადასასვლელები, წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ელექტროსადენები.

ბახტრიონის ქუჩის N14-თან მდებარე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სატუმბო სადგურს ელექტროენერგიის მიწოდება ავარიულად შეუწყდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მდებარე კლდოვან ფერდზე, პრევენციის მიზნით, ქვათაცვენის საწინააღმდეგო დამცავი ბადის მოწყობა და კლდის გაწმენდა გრძელდება.

უკრაინა დღეს დამოუკიდებლობის 32-ე წლისთავს აღნიშნავს. თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, უკრაინის ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის ანძა უკრაინის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა.

თბილისის ცალკეულ უბნებში, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, დღეს, 24 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

24 აგვისტოს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბურჯანაძის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში ახალ ქსელზე გადაერთების ბოლო სამუშაოებს ჩაატარებს.

კუს ტბის საბაგირო გზა 23 აგვისტოს, 10:00 საათის ნაცვლად, მგზავრებისთვის 13:00 საათიდან გაიხსნება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.