

თბილისში ტაქსიში მგზავრობის საფასურის გადახდა, მიმდინარე წლის 22 მაისიდან, სპეციალური QR კოდის მეშვეობითაც იქნება შესაძლებელი, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ორგანიზებით, 1-8 მაისს, თბილისი ევროპის სტუდენტური გაერთიანების საბჭოს რიგით 84-ე შეხვედრას მასპინძლობს.




დღეს, 28 აპრილს 12:00 საათიდან 29/04-ის 12:00 საათამდე თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება. როგორც კომპანია იტყობინება, ამის მიზეზი, ბახტრიონის სატუმბო სადგურზე , აუცილებელ ტექნიკური სამუშაოების ჩაატარებაა.

დედაქალაქის მერია პირველ ეტაპზე, 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვას გეგმავს. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

თბილისის მერია, საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციასთან ერთად, სპორტული მედიცინისა და დიაგნოსტიკის საპილოტე პროგრამის განხორციელებას იწყებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, ვარკეთილის დასახლებაში, ახალი ათსართულიანი შენობა-ნაგებობით ჩანაცვლდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.