
თბილისის მერი კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით იტალიის დედაქალაქში იმყოფება. დაგეგმილია შეხვედრა რომის მერთან, რობერტო გუალტიერისთან.

დედაქალაქში მოსული ნალექისა და დაბალი ტემპერატურის გამო, „თბილსერვის ჯგუფი“ გზის გაწმენდის სამუშაოებს ახორციელებს. თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის, დაახლოებით, 25 ტონა ტექნიკური მარილი დაიყარა დედაქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე: ტაბახმელაში, კოჯორში, შინდისში, კიკეთში, სამადლოში, წყნეთში, წავკისსა და ბეთანიაში.

თბილისში დღეს, 5 დეკემბერს შუქი ისევ ჩაქრება. ინფორმაციას კომპანია თელასი ავრცელებს.


რუსთაველის გამზირზე საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი გრძელდება, რის გამოც პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში 3 დეკემბრის 00:00-დან 06:00 საათამდე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება.

თბილისში 2 დეკემბერს შუქი ისევ ჩაქრება , - ინფორმაციას კომპანია"თელასი" ავრცელებს.

თბილისი ნაწილს წყლის მიწოდება დილამდე შეუწყდა - ამის შესახებ ინფორმაციას GWP ავრცელებს.

საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, რუსთაველის გამზირზე პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 2 დეკემბრის 00:00-დან 06:00 საათამდე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, დღეიდან, პირველ დეკემბრიდან კვირის ბოლომდე, მელიქიშვილის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება.

„მშვიდობაა მთავარი სიკეთე, რომელიც თბილისელებს 2022 წელმა გვაჩუქა და რომელსაც დამდეგი 2023 წლისგან ყველა თბილისელი ისურვებდა“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა და საახალწლო სლოგანის შესახებ ისაუბრა.