
დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთების საზეიმო ღონისძიება დედაქალაქში 9 დეკემბერს გაიმართება, - ამის შესახებ თბილისის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, მოგვიანებით გაიხსნება საახალწლო სოფლები, რომელზე მეტ ინფორმაციას საზოგადოებას მიაწვდიან.

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული სამსახურის ხელმძღვანელის ვიქტორ წილოსანის განცხადებით, დედაქალაქში სატრანსპორტო დერეფნების მოწყობით, ავტობუსების მოლოდინის დრო მნიშვნელოვნად შემცირდება.

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ „თბილისი პრაიდის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს თბილისის ანძა დღეს ცისარტყელის ფერებში განათდა, არ შეესაბამება სინამდვილეს.

გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო, მთაწმინდის რაიონში 17 000-მდე აბონენტს დღეს ღამით გაზის მიწოდება შეუწყდება. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.

თბილისის მერიის ცნობით, მერაბ კოსტავას ქუჩაზე, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზიდან ჭოველიძის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით, 29 ნოემბრის 00:00 საათიდან 5 დეკემბრამდე, სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების სქემა შეიცვლება.




