
ქუთაისიდან პარიზის პირდაპირი ავიარეისი ბრუნდება. ავიამიმოსვლა ქალაქებს შორის 4 აგვისტოდან განახლდება. თავდაპირველად, რეისი კვირაში ერთი სიხშირით შესრულდება.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბალტიის ქვეყნებიდან საქართველოში ფრენებს კიდევ ერთი ავიაკომპანია Getjet განაახლებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მიმდინარე პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ქობულეთში ახალი 1კმ-მდე სიგრძის ბულვარის რეაბილიტაცია-კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენი-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაციას გეგმავს.

2022 წლის ექვს თვეში საქართველომ საერთაშორისო მოგზაურებიდან 1.14 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო. პირველ ადგილს რუსეთი იკავებს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, გასულ თვეში ქვეყანაში 387 781 საერთაშორისო ვიზიტორის ვიზიტი შედგა, რაც წინა წელთან შედარებით 164%-ით მეტია, თუმცა პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით ვიზიტორთა ეს ნაკადი 47%-ით ნაკლებია.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ივნისის თვის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.

საქართველოს ავიაბაზარზე საუდის არაბეთის დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Flyadeal-მა დაიწყო ოპერირება. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჯედადან საუდის არაბეთის სახელმწიფო კომპანიამ პირველი პირდაპირი ფრენა განახორციელა.

Wizz Air პარიზისა და ტალინის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულებას განაახლებს.

14 ივნისს, წალკის კანიონის უნიკალური ეკოტურისტული სივრცე ვიზიტორებისთვის გაიხსნა, შესაბამისად, ვიზიტორებისთვის ახალი ლოკაცია ამოქმედდა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი შემდეგ ეტაპზე ფინანსური მხარეა - რა ღირს „ბრილიანტის ხიდზე“ გასეირნება.