

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელად მაია ომიაძე დაინიშნა, რომელიც ამ დრომდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებიას სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2023 წელს ბიუჯეტი 36 მლნ ლარით განისაზღვრა, აქედან კი 2 მილიონ ლარამდე შრომის ანაზღაურებაზე დაიხარჯება.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის პროექტის - „Best Tourism Villages by UNWTO“- ს ერთ-ერთი გამარჯვებული მესტიაა.

2022 წლის იანვარი-ნოემბრის თვეებში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და რეკორდული მაჩვენებელი 3,159,558,975 აშშ დოლარი დაფიქსირდა, – ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ზამთრის ტურისტული სეზონის წინ, კერძო სექტორის წარმომადგენლებს „პირველი სამედიცინო დახმარების“ ტრენინგი უტარდებათ.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მიმდინარე წელს 3 მილიონამდე მგზავრით დაასრულებს, ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში წელს 620 ათას მგზავრს მოვემსახურეთ, – ამის შესახებ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia-ის გენერალურმა მენეჯერმა, თეა ზაქარაძემ განაცხადა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ნოემბრის თვის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ესპანეთში, საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში – IBTM World 2022 მიიღო მონაწილეობა, – ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების მიზნით, საქართველოს 7 რეგიონში, წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 227 კმ-ის სიგრძის საფეხმავლო ბილიკი მონიშნა და ინფრასტრუქტურა მოაწყო.