
„მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ საქართველოს ევროპულ გზაზე, დარწმუნებულები ვართ, რომ ეს გააჩენს ახალ შესაძლებლობებს, გააძლიერებს ეკონომიკას და უფრო ნათელ და წარმატებულ მომავალს უზრუნველყოფს“, - ასე ეხმაურებიან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს პროდუქტების და საკვების მიტანის ბაზრის ორი გლობალური ლიდერი „გლოვო“ და „ვოლტი“.

ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისა და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა და ერთობლივად 5 000 000 ლარს გამოყოფენ.

ქართველები არ გაჩერდებიან, სანამ მიზანს არ მიაღწევენ! - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ორ ათწლეულზე მეტია, “საბა” ყოველწლიურად აჯამებს და აფასებს თანამედროვე ქართულ ლიტერატურულ პროცესს. ლიტერატურული წლის ერთგვარი კულმინაციაა საზეიმო დაჯილდოება, რომელიც გამოავლენს საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს.

განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა, ბიზნესის თავისუფლება იქნება სრულად უზრუნველყოფილი ჩვენს ქვეყანაში, - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ბიზნესკომპანიების განცხადებების შესახებ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

2024 წლის 9 თვის განმავლობაში სადაზღვევო კომპანიებმა 243 მილიონი ლარის სადაზღვევო მოგება მიიღეს, ხოლო წმინდა მოგებამ 115 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის შედეგს (₾63 მლნ) 1.8-ჯერ აჭარბებს.

www.freebusiness.ge-ის დამფუძნებელი, გიორგი ჩუგოშვილი აცხადებს, რომ პლატფორმაზე 862 ბიზნესის განცხადებაა შესული.

400-ს გადასცდა თავისუფალი ბიზნესების განცხადების ხელმომწერთა რაოდენობა. უფრო კონკრეტულად, განცხადებას ამ დროისთვის ხელს 415 ბიზნესი აწერს.

237-მდე გაიზარდა იმ ბიზნსეს-კომპანიების რაოდენობა, რომლებიც ახალი არჩევნების დანიშვნას და პროევროპულ აქციებზე დაკავებული მოქალაქეების ახალ წლამდე გათავისუფლებას ითხოვენ.

ერთიანი ბიზნესის ძალა ძალიან ძლიერია, რომელსაც შესაძლებლობა აქვს უკარნახოს მთავრობას რამე არასწორს თუ აკეთებს - ასე მიიჩნევს ექსპრემიერი და კომპანია Reformatics-ის დამფუძნებელი ნიკა გილაური.