
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად, ციტრუსის მოსავლის აღება-დაბინავების პროცესს ქობულეთის მუნიციპალიტეტში გაეცნო.

"საქნახშირი" დასაქმებულების გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რომ სამსახურიდან გაშვებულ პირებს დაბრუნების შესაძლებლობა ექნებათ თუ გარკვეულ გადამზადებას გაივლიან.

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) მიერ შპს „გლოვოაფფ ჯორჯიას“ (GLOVO) „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი, უსამართლო კომერციული საქმიანობა დაუდგინდა.

ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე უნდა ვიაროთ ისე, რომ რაიმე ნაღმს არ დავადგათ ფეხი - ამის შესახებ „თეთრი კვადრატის“ მმართველმა პარტნიორმა, ირაკლი ბურდილაძე ირაკლი კობახიძესთან თითქმის ოთხსაათიანი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის აზრით, ეკონომიკა როგორმე უნდა შევინარჩუნოთ. ეს განცხადებ BAG-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ, მედიასთან გააკეთა.

იაპონურმა სოციალური გავლენის მქონე ჰოლდინგმა Gojo & Company, Inc-მ კრედო ბანკის 16.8%-იანი წილი შეიძინა, რითაც სადებიუტო ინვესტიცია განახორციელა საქართველოში - ამის შესახებ ინფორმაციას თავად "კრედო ბანკი" აქვეყნებს.

ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების რაოდენობა 30-მდე გაიზარდა, რაც ქართული ღვინის მრავალფეროვნებაზე მიუთითებს და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდისთვის.

GIG-ის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ემირიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარება, შეიძლება ეკონომიკური პრობლემების საწყისი იყოს.

"თბილღვინოს" თანადამფუძნებელი გიორგი მარგველაშვილი ირაკლი კობახიძის ბიზნესთან დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე შექმნილი ვითარებიდან გამოსავალ გზებზე სასაუბროდ მივიდა. ამის შესახებ მან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. მან აღნიშნა რომ Freebusiness-ზე წარმოდგენილი მოთხოვნებს 2200-ზე მეტი კომპანია უერთდება.

ქვეყანას და ჩვენს ბიზნესს - ავიაციას სიმშვიდე და სტაბილურობა სჭირდება. თუ ამისთვის ახალი არჩევნები იქნება გამოსავალი, ეს ნაბიჯი უნდა გადაიდგას, - ამის შესახებ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა, თეა ზაქარაძემ განაცხადა.