
„მიმდინარე წელს გავაფორმეთ კონტრაქტი ერთ-ერთ ძალიან წარმატებულ ამერიკულ მარკეტინგულ კომპანიასთან, რომელიც ახორციელებს ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებებს ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე. აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, სწორედ მათთან ერთად შევხვდით ქართული ღვინის იმპორტიორებს და ერთობლივად განვიხილეთ ის საკითხები, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ ჩვენ კიდევ უფრო აქტიურად გავზარდოთ ღვინის ექსპორტი ამერიკის შეერთებულ შტატებში“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

შსს–მ სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხუთი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

12 ივლისიდან 14 აგვისტოს ჩათვლით „ჯპს-ი“ მომხმარებლებს ახალ პროექტს–„მეტი შენთვის“,– ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს კომპანიიდან აცნობეს.

კარტოფილი „ფრის“ მწარმოებლები რუსეთში პროდუქციის მიწოდებაზე უარს აცხადებენ. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ რუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიასთან საუბარში რუსეთში რესტორნების ქსელის, „მაკდონალდსის“ ჩამნაცვლებელი კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ოლეგ პაროევმა აღიარა, რომ კომპანია შემოდგომამდე კარტოფილი „ფრის“ დეფიციტს განიცდის.

წყალტუბოში, სოფელ ქვილიშორში, პრომეთეს მღვიმესთან ახალი სასტუმრო-კომპლექსი „Prometheus Epic Hotel & Spa“ გაიხსნა,

საქართველოში სარესტორნო სფეროში მუშახელის მნიშვნელოვანი დეფიციტის და უცხოელი კადრების დასაქმების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა შოთა ბურჯანაძემ დაადასტურა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე აცხადებს, რომ რიკოთის ახალი გზის რამდენიმე მონაკვეთი წელს გაიხსნება.

კომპანია „ტვიტერმა“ ილონ მასკს სასამართლოში უჩივლა სოციალური ქსელის პლატფორმის შეძენის შესახებ შეთანხმების დარღვევის გამო. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრებმა უარი თქვეს რუსეთის სგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან ერთად ვახშამზე.

ილონ მასკი twitter-ს აღარ შეიძენს - ის კომპანიასთან 44 მილიარდ დოლარიან შეთანხმებას წყვეტს. ინფორმაციას "ვაშინგტონ პოსტი" ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.